top of page
IMG_1449.jpg

გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია

პროექტირება.jpg

სახანძრო სისტემების პროექტირება

რა არის პროექტირება?

პროექტირება წარმოადგენს ნებისმიერი საინჟინრო პროექტის საფუძველს და პროცესს, რომელშიც აერთიანებენ ყველა იმ გათვლასა და კონცეფციას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასალა, ტექნოლოგია და რამდენად ეფექტური იქნება მისი გამოყენება. პროექტირება აუცილებელია იმისათვის, რომ ნებისმიერი ტექნიკური სამუშაო იყოს სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ შესრულებული.

რას მოიცავს MEP და სახანძრო უსაფრთხოების პროექტირება?

MEP პროექტირების სამუშაოები მოიცავს შემდეგ ძირითად ასპექტებს:

  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება: ეს აერთიანებს ნახაზებს, სტანდარტებს, ბიუჯეტს, განფასებებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. თავდაპირველად, დამკვეთი აწვდის ტექნიკურ დავალებას არქიტექტურული ნახაზების სრული პაკეტით (გეგმა, ჭრილები, ფასადები, მასალათა სპეციფიკა) და ტექნოლოგიური ნახაზებით.

  • გაანგარიშებები და ოპტიმიზაცია: MEP ინჟინრები ასრულებენ გაანგარიშებებს სისტემების ეფექტურობის, ენერგოეფექტურობისა და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.

  • ნახაზების შექმნა: ეს მოიცავს დეტალურ ნახაზებს თითოეული სისტემისთვის, მათი განლაგებისთვის შენობაში, სხვადასხვა კომპონენტის ზომებისთვის (მაგალითად, მილების, სადინარების).

  • კოორდინაცია: MEP ინჟინერია მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას სხვა საპროექტო გუნდებთან (არქიტექტორები, კონსტრუქტორები), რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტები და უზრუნველყოფილი იყოს სისტემების ჰარმონიული ინტეგრაცია შენობის საერთო დიზაინში.

  • უსაფრთხოების და სტანდარტების დაცვა: პროექტირება უნდა შეესაბამებოდეს ყველა მოქმედ სამშენებლო კოდს, რეგულაციასა და უსაფრთხოების სტანდარტს.

  • მონტაჟის ზედამხედველობა და ექსპლუატაციის შემდგომი მხარდაჭერა: ხშირად, MEP კომპანიები მონაწილეობენ სისტემების მონტაჟის პროცესის ზედამხედველობაში და შემდგომში უზრუნველყოფენ ექსპლუატაციის შემდგომ სერვისს.

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირება

სახანძრო სისტემების სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადამიანების, ისე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. სახანძრო სისტემების პროექტირებას, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით იგეგმება შემდეგი კომპონენტები:

  • წყლით მომარაგება და ხანძრის ავტომატური ქრობა: სატუმბი სადგური, წყლის ავზი, ავტომატური საშხეფი სისტემა - სპრინკლერები, ზონალური კონტროლი, შემავსებელი ონკანები, მილდგარები, კარადები, მარეგულირებელი სარქველები, სენსორები და მზომები.

  • სახანძრო ვენტილაცია - კვამლის მართვა და დაწნევა: კვამლგამწოვი, დაწნევის და კომპენსირების ვენტილატორები, ჰაერსატარები, ცხაურები, დემპერები, ავტომატური მართვის ძრავები.

  • ხანძრის დეტექცია და სიგნალიზაცია: დეტექციისა და განგაშის მართვის მისამართული სისტემა, მართვის პანელი, კვამლის და თბური დეტექტორები, ავტონომიური დეტექტორები, განგაშის ღილაკები, სირენები.

  • ევაკუაციის მართვა და გახმოვანება: მართვის ცენტრი, აუდიო სისტემა, ხმის გამაძლიერებლები, დინამიკები, ავარიული განათება, საევაკუაციო გასასვლელის EXIT მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები. 

BETA Engineering-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და ვმუშაობთ თითოეული პროექტის უნიკალური მოთხოვნების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ სრულ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც გიზოგავთ დროს და ფულს, და უზრუნველყოფს თქვენი პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ვიცავთ ყველაზე ღირებულს! 

BETA ENGINEERING-ი გთავაზობთ  სრულ ხანძარსაწინააღმდეგო მომსახურებას, როგორც საკონსულტაციო, ისე საპროექტო და სამონტაჟო სერვისს. ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომი მოვლის სამუშაოებს.

კონტაქტი: 

+995 599 35 87 35
info@engineering.ge   
sales@engineering.ge

სამუშაო საათები: ორშ - პარ  10:00 – 18:00 სთ

მისამართითბილისი, ოსიპ მანდელშტამის 2ა

ყველა უფლება დაცულია © BETA ENGINEERING 2025

bottom of page