top of page

სახანძრო უსაფრთხოება შენობებში

Updated: May 1

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ.


ამ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ, რომელიც გამოიყენება როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების მშნებლობისას.


სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს მშენებლობაში არეგულირებს საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება.


სახანძრო უსაფრთხოების სისტემა
სახანძრო უსაფრთხოების სისტემები

რა არის სახანძრო უსაფრთხოება?

სახანძრო უსაფრთხოება არის იმ პრაქტიკული გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც ამცირებს ხანძრისგან გამოწვეულ ზიანს და იცავს როგორც ადამიანების სიცოცხლეს, ისე მატერიალურ ქონებას.

არსებობს ორი ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები: აქტიური სახანძრო უსაფრთხოება და პასიური სახანძრო უსაფრთხოება.



აქტიური სახანძრო უსაფრთხოება

აქტიური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დანიშნულებაა ხანძრის აღმოჩენა და ლიკვიდაცია. აქტიური სახანძრო სისტემები მოიცავს კვამლის აღმოჩენის, ვენტილაციის, განგაშისა და საშხეფ სისტემებს.


პასიური სახანძრო უსაფრთხოება

პასიური ხანძარსაწინააღმდეგო ზომები მოიცავს პრევენციულ და დამხმარე გადაწყვეტილებებს. პასიური სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს სახანძრო კარებს, ცეცხლმედეგ კედლებს, ტამბურებს, სავენტილაციო და საევაკუაციო გზებს.





აქტიური სახანძრო უსაფრთხოების სისტემები


აქტიური სახანძრო უსაფრთხოების სისტემა მრავალი კომპონენტისგან შედგება:

ხანძრის დეტექცია

დეტექციის სისტემა უზრუნველყოფს სითბოს, კვამლისა და ცეცხლის ალის დროულ აღმოჩენას, რის შემდეგაც აქტიურდება განგაშის და ავტომატური ქრობის სისტემები.
კვამლის დეტექტორი

სახანძრო განგაში

ხანძრის საფრთხის აღმოჩენის შემდეგ აქტიურდება განგაშის სისტემა, რომელიც ხმოვანი სისტემის მეშვეობით აფრთხილებს საფრთხის შესახებ.
განგაშის პროდუქტები

ხანძრის ავტომატური ქრობა

ხანძრის ზონებში ცეცხლთან გამკლავებაზე პასუხისმგებელია საშხეფი (სპრინკლერი) და ცეცხლმაქრი სისტემები. სპრინკლერების სისტემა ხანძარს წყლით უმკლავდება, ხოლო სადაც წყლის გამოყენება რისკის შემცველია, გამოიყენება ხანძარქრობის სხვა, ქიმიური შემადგენლობის აიროვანი და ფხვნილოვანი სისტემები.
სპრინკლერი

სახანძრო ვენტილაცია

ხანძრის ზონებში უზრუნველყოფს კვამლის გატანასა და სუფთა ჰაერის მიწოდებას.
სახანძრო ვენტილატორი

ევაკუაცია და ფონური გახმოვანება

სახანძრო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სახანძრო გასასვლელების მარშრუტების სწორი დაგეგმვა და შესაბამისი მანიშნებლების განთავსება. სწორი და უსაფრთხო ევაკუაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფონური გახმოვანების აუდიოსისტემები, რათა მარტივად მოხერხდეს საჭირო ინფორმაციის დროული გავრცელება.
საევაკუაციო გზის მანიშნებლები
საევაკუაციო ფონური აუდიოგახმოვანება


პასიური სახანძრო უსაფრთხოება


პასიური სახანძრო უსაფრთხოება იცავს შენობას სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების გარეშე. პასიური სისტემა მოიცავს ინფრასტრუქტურულ და ინჟინრულ გადაწყვეტებს, რომელიც ამცირებს ხანძრის გაჩენის რისკს და მისგან გამოწვეულ ზიანს.


პასიური სისტემა მოიცავს ცეცხლგამძლე კედლებს, კარებსა და მინებს. ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაგეგმილი და ერთმანეთისგან გამოყოფილი სივრცეები, როგორ ხდება ვენტილაცია და რამდენად მარტივია საშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილამდე დროულად მიღწევა.



სახანძრო უსაფრთხოების სისტემის შერჩევა


როგორ გავიგოთ, რომელი ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გვჭირდება? თქვენი შენობისთვის შესაფერისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოდელი დამოკიდებულია შენობის ტიპზე, სპეციფიკურ საფრთხებზე და საკანონმდებლო რეგულაციებზე. მნიშვნელოვანია გამოცდილი პროფესიონალის ჩართულობა, რათა სწორად დაგეგმოთ და დაამონტაჟოთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა.



ბეტა ენჯინეარინგი“ არის გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოებისა და MEP ინჟინერიის სისტემების პროექტირებასა და შესრულებას.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი შენობის საჭიროებების განსაზღვრაში: თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ოპტიმალური, ეფექტიანი სისტემის პროექტირებაზე, მონტაჟსა და შემდგომ მოვლაზე.


თუ გჭირდებათ კონსულტაცია სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.



bottom of page