გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია
Global Engineering გთავაზობთ გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სრულ საპროექტო და საინსტალაციო მომსახურებას.
დასრულებული
პროექტის ფარგლებში Dona პალასი-სანზონა აღიჭურვა სახანძრო დეტექციის სისტემით, რომელიც უზურნველყოფს შენობისა და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებას. შენობა მთლიანად დაკომპლექტებულია კვამლისა და სითბოს დეტექტორებით, დამონტაჟდა სახანძრო განგაშის ღილაკები და სირენები. ტექსტურ შეტყობინებას უზრუნველყოფს დერეფნებში და პარკინგზე განთავსებული აუდიო გახმოვანების სისტემები. სისტემა სრულად ინტეგრირებულია კვამლის მოცილების და ჰაერის დაწნევის სისტემებთან, რაც საშუალებას იძლევა შენობის დაკვამლიანების შემთხვევაში დერეფნებიდან მოხდეს კვამლის გატანა, რასაც უზრუნველყოფს სართულებზე განლაგებული სახანძრო დემპერების და გამწოვი ვენტილატორის ერთობლივი მუშაობა. პარალელურად კიბის უჯრედებში და ლიფტის შახტაში ხდება სუფთა ჰაერის დაწნევა.
მთლიანი შენობა აღჭურვილია ხანძრის ავტომატური ქრობის სისტემით. პარკინგზე და საცხოვრებელ სართულებზე მოწყობილია სპრინკლერული ქრობა, დამონტაჟებულია სახანძრო კარადები. კიბის უჯრედის ყველა სართულზე დამონტაჟებულია სახანძრო მისაერთებელი ონკანები მეხანძრე-მაშველებისთვის. სახანძრო ტუმბოსთვის მოეწყო 75 ტონიანი გალვანიზირებული ფოლადის ასაწყობი მოდულარული ავზი, რომელიც დიზელის გენერატორთან ერთად უზრუნველყოფს სატუმბი სადგურის გამართულ მუშაობას.