წყალმომარაგების სისტემები მოქალაქეებისათვის და ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანეს საჭიროებას წარმოადგენს. სწორედ მის გამართულ და უწყვეტ მუშაობაზეა დამოკიდებული წარმოების უწყვეტობა და მოქალაქეთა კომფორტი.
წყლის განაწილების სისტემა არის ტუმბოების, მილსადენების, საცავის ავზებისა და სხვა მოწყობილობების ქსელი. მან უნდა მიაწოდოს წყლის შესაბამისი რაოდენობა იმ წნევაზე, რომელიც საკმარისია სანტექნიკის მოწყობილობებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ფუნქციონირებისთვის, მაგრამ არ უნდა მიაწოდოს წყალი იმაზე მაღალ წნევაზე, ვიდრე ეს საჭიროა, რადგან ამ შემთხვევაში მილსადენების და სხვა მოწყობილობების დაზიანების რისკი იზრდება. მარალი წნევის თავიდან აცილება შესაძლებელია წნევის მარეგულირებელი სარქველების მონტაჟით და სწორი ექსპლუატაციით.
Beta Engineering უზრუნველყოფს თქვენი, ნებისმიერი ფუნქციური დანიშნულების, შენობა-ნაგებობების წყალმომარაგების სისტემებით აღჭურვას და მის შემდგომ მონიტორინგს.