
გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია
Global Engineering გთავაზობთ გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სრულ საპროექტო და საინსტალაციო მომსახურებას.

სიხშირული მართვის პანელი
სიხშირული მართვის პანელი განკუთვნილია ძრავის სიჩქარის კონტროლისთვის, რათა არ მოხდეს წინასწარ განსაზღვრული ჰაერის ნაკადზე მეტი მოცულობის მიწოდება.
მაგალითად, თუ პროექტის მიხედვით ტამბურში განსაზღვრული წნევა არის 25-დან 67 პასკალამდე და წნევა გასცდა ამ დიაპაზონს მაშინ სიხშირული მართვის პანელი დაარეგულირებს ძრავის ბრუნვის სიხშირეს მანამ სანამ წნევა არ დაბრუნდება ზემოთ მოცემული დიაპაზონის ფარგლებში.