top of page
IMG_1449.jpg

გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია

Global Engineering გთავაზობთ გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სრულ საპროექტო და საინსტალაციო მომსახურებას.
სახანძრო-ვენტილაცია.jpg

  სახანძრო ვენტილაცია და კვამლის მართვა

რა არის სახანძრო ვენტილაცია და კვამლის მართვა?

კვამლის მართვის სისტემა უზრუნველყოფს კვამლის მოცილებას მაღალსართულიან შენობებში საევაკუაციო გასასვლელებიდან, მათ შორის დერეფნებიდან და განსაკუთრებით კიბის უჯრედებიდან. კვამლის გამოვლენა ნებისმიერ დაცულ ზონაში ააქტიურებს კვამლის კონტროლის სისტემას, რომელიც ავტომატურად ხსნის დემპერებს და მოქმედებაში მოჰყავს სავენტილაციო ძრავები, რათა მოხდეს კვამლის მოცილება დაბინძურებული სივრცეებიდან.​

სახანძრო ვენტილაციისა და კვამლის მართვის სისტემა ხანძრის დროს ადამიანის სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხანძრის გაჩენისას, კვამლი და ტოქსიკური აირები წარმოადგენს ძირითად საფრთხეს შენობაში მყოფი ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ, ეფექტური კვამლგაწოვის სისტემა არეგულირებს ჰაერის ნაკადს, ეხმარება შენობის სწრაფად დაცლას და სახანძრო სამსახურების ეფექტურ მოქმედებას.

thumb291_291.kp2blfbf1800.png

როგორ მუშაობს სახანძრო ვენტილაციისა და კვამლის მართვის სისტემა?

  • ხანძრის შემთხვევაში, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა ააქტიურებს დემპერებს და სავენტილაციო ძრავებს, რა დროსაც შენობაში ხდება სუფთა ჰაერის შემოდინება და კვამლის ღია სივრცეში გატანა.

  • სუფთა ჰაერის ნაკადი სავენტილაციო შახტებისკენ აწვება ცხელ ჰაერს და უზრუნველყოფს სიცოცხლისთვის საშიში ნაკადების შენობის გარეთ განდევნას.

  • ეს საშუალებას აძლევს ცივ ჰაერს შენობაში, აიძულოს ცხელი ჰაერი და კვამლი სავენტილაციო შახტების საშუალებით გავიდეს გარეთ, რაც უზრუნველყოფს კვამლის გარეშე სივრცეს, შენობის უსაფრთხოდ დატოვებისთვის.

  • კვამლისგან თავისუფალი სივრცე იძლევა ევაკუაციისა და ხანძრის ქრობის სწრაფ, უსაფრთხო შესაძლებლობას.

თუ გჭირდებათ სახანძრო ვენტილაციისა და კვამლის მართვის სისტემების მონტაჟი​, ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალურ კონსულტაციას

  • სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ პროექტს

  • უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებულ მოწყობილობებს

  • მოქნილი ფასებსა და სწრაფი შესრულებას

SHEVTEC-Powered-Extract-Fan-Website-Image-(2)_1.webp

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ვიცავთ ყველაზე ღირებულს! 

BETA ENGINEERING-ი გთავაზობთ  სრულ ხანძარსაწინააღმდეგო მომსახურებას, როგორც საკონსულტაციო, ისე საპროექტო და სამონტაჟო სერვისს. ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომი მოვლის სამუშაოებს.

bottom of page