top of page
IMG_1449.jpg

გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია

Global Engineering გთავაზობთ გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სრულ საპროექტო და საინსტალაციო მომსახურებას.
AJ_F_-TR_20180524_140815563.jpg

კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის მუშაობის ძირითადი პრინციპები

 

კვამლის საწინააღმდეგო  სისტემა უზრუნველყოფს კვამლის მოცილებას მაღალსართულიან შენობებში საევაკუაციო გასასვლელებიდან, მათ შორის დერეფნებიდან და განსაკუთრებით კიბის უჯრედებიდან. კვამლის გამოვლენა ნებისმიერ დაცულ ზონაში ააქტიურებს კვამლის კონტროლის სისტემას, რომელიც ავტომატურად ხსნის დემპერებს და მოქმედებაში მოყავს სავენტილაციო ძრავები, რათა მოხდეს კვამლის მოცილება დაბინძურებული სივრცეებიდან.

კვამლის საწინააღმდეგო ვენტილაცია საშუალებას იძლევა შექმნას  კვამლისგან თავისუფალი სივრცე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გაქცევის საშუალებას და იძლევა ხანძრის ჩაქრობის შესაძლებლობას მის ადრეულ ეტაპზე.

კვამლის მოცილების მექანიკური სისტემა იყენებს ენერგიულ ელემენტებს,

როგორიცაა ვენტილატორები,

რათა საჭირო მიმართულება მისცეს კვამლის

მოძრაობას და დემპერების, გრილებისა და ვენტილატორების

მეშვეობით მოხდეს მისი შენობიდან ღია სივრცეში გატანა.

რა ხდება მაშინ თუ შენობა აღჭურვილია კვამლის საწინააღმდეგო სისტემებით?

 

1. ხანძრის შემთხვევაში, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა ააქტიურებს დემპერებს და სავენტილაციო ძრავებს, რა დროსაც შენობაში ხდება სუფთა ჰაერის მოდინება და კვამლის ღია სივრცეში გატანა.

 

2. ეს საშუალებას აძლევს ცივ ჰაერს შენობაში, აიძულოს ცხელი ჰაერი და კვამლი სავენტილაციო შახტების საშუალებით გავიდეს გარეთ, რაც უზრუნველყოფს კვამლის გარეშე სივრცეს, შენობის უსაფრთხოდ დატოვებისთვის.

 

3. კვამლისგან თავისუფალი სივრცე იძლევა ხანძრის ჩაქრობის სწრაფ და უსაფრთხო შესაძლებლობას.

thumb291_291.kp2blfbf1800.png

თუ შენობაში არ არის კვამლის საწინააღმდეგო სისტემები:

 

1. უვენტილაციო ოთახში კვამლი ადის ჭერამდე.

2. კვამლი დაიწყებს არსებული სივრცის შევსებას.

3. კვამლის კონვექცია გამოიწვევს მის დაბრუნებას დაბალ დონეზე, რაც ამცირებს ხილვადობას და შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას.

4. ტემპერატურის მატება გაგრძელდება, რაც გამოიწვევს შენობის პოტენციურ აალებას და ნგრევას.

Beta Engineering გთავაზობთ  სრულ ხანძარსაწინააღმდეგო საკონსულტაციო მომსახურებას,  ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს თანამედროვე კვამლსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებას და საინსტალაციო სამუშაოებს.

ჩვენი პრიორიტეტია თითოეული სიცოცხლის  დაცვა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება.

SHEVTEC-Powered-Extract-Fan-Website-Image-(2)_1.webp
შესაკვეთად მოგვწერეთ

  ვენტილაცია და კვამლის მოცილება  

bottom of page